პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში გააგრძელოს უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი ფორმატი .
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 4 მაისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას მას მიაწოდა ინფორმაცია სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
„ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, სანდო უსაფრთხოების გარანტიები და მდგრადი მშვიდობა. და ჩვენ მზად ვართ შემდეგი სამმხრივი შეხვედრისთვის,“ - აცხადებს ზელენსკი.