ივანიშვილის შიკრიკების მცდელობა, ზელენსკის და დასავლეთის ლიდერებთან ახალი სასაუბრო ენა გამოძებნონ, ცხადად აჩვენებს, რომ პუტინის მოკავშირეების სიიდან ივანიშვილის 'ამორიცხვა' დღეს მათი მთავარი საზრუნავია, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველო- ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რაც დღეს ერევანში ხდება მხოლოდ პოზიტიურია - რუსეთის პოზიციის დასუსტებაზე მიუთითებს, როგორც რეგიონში, ასევე ჩვენს ქვეყანაში,
"რაც დღეს ერევანში ხდება მხოლოდ პოზიტიურია - რუსეთის პოზიციის დასუსტებაზე მიუთითებს, როგორც რეგიონში, ასევე ჩვენს ქვეყანაში.
ივანიშვილის შიკრიკების მცდელობა, ზელენსკის და დასავლეთის ლიდერებთან ახალი სასაუბრო ენა გამოძებნონ, ცხადად აჩვენებს, რომ პუტინის მოკავშირეების სიიდან ივანიშვილის 'ამორიცხვა' დღეს მათი მთავარი საზრუნავია.
სამწუხაროა, რომ საქართველო მხოლოდ 'ღარიბი ნათესავის' როლშია წარმოდგენილი ამ შეკრებაზე, ისევ მხოლოდ ოლიგარქის პირადი დღის წესრიგის დასაცავად გაგზავნილი მსახურების დონეზე. მაგრამ პუტინის მოკავშირეების განადგურების პროცესიდან საკუთარი თავის გადარჩენა თუ გადაწყვიტეს, საბოლოოდ ეს მხოლოდ გვეხმარება ქართველი ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებაში". - წერს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.