სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას.
ამის შესახებ ფაშინიანმა X-ზე დაწერა.
" სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დღეს ხელმოწერილი ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ხსნის ურთიერთობებში ახალ და პერსპექტიულ ეტაპს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზე", - წერს ფაშინიანი.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში იმყოფება.