ევროპაში აშშ-ის ნატო-ელმა მოკავშირეებმა დაიწყეს სწრაფად ორგანიზება ირანის გარშემო მიმდინარე კონფლიქტის პირობებში მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში განაცხადა. იუწყება სომხური გამოცემა „არმენპრესი“.
მისი თქმით, ნატო-ს წევრმა ქვეყანამ ესპანეთმა განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზები ირანის წინააღმდეგ ომისთვის ვერ იქნება გამოყენებული.
რუტეს განცხადებით, ნატო-ს სხვა ქვეყნები, მათ შორის მონტენეგრო, ხორვატია, რუმინეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია უკვე ასრულებენ მოთხოვნებს სამხედრო ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფენ დამატებით ლოგისტიკურ მხარდაჭერას.
„უფრო და უფრო მეტი ევროპული ქვეყანა წინასწარ ათავსებს საჭირო ლოგისტიკურ და ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის ნაღმსაწინააღმდეგო გემებს, შესაძლო მოქმედების არეალთან ახლოს, რათა მზად იყვნენ შემდეგი ეტაპისთვის“, - განაცხადა მან.
რუტემ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ბოლო პერიოდში უკმაყოფილებას გამოთქვამს მოკავშირეების მიმართ, თუმცა ევროპულმა ქვეყნებმა „გაიგეს პრეზიდენტის გზავნილი“ და მუშაობენ შეთანხმებების შესრულებაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონტროლი, რომ ორმხრივი შეთანხმებები სამხედრო ბაზებზე სრულად შესრულდეს.
ასევე მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი გადაწყვეტილება გერმანიიდან 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ უკავშირდება ვაშინგტონის უკმაყოფილებას ევროპელ მოკავშირეებთან.