პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.