მოსკოვში უკრაინული დრონი საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლს დაეჯახა. ინფორმაცია დაადასტურა მოსკოვის მერმა სერეი სობიანინმა.
მისი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. სობიანინმა დასძინა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ორი დრონის თავდასხმა მოიგერიეს.
თვითმხილველების თქმით, დრონი შენობას ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 12:30 საათზე დაეჯახა. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ყრუ ხმა გაიგეს, რასაც სახანძრო სიგნალიზაცია მოჰყვა. Telegram-ის არხი „Baza“ იუწყება, რომ შენობის ფასადი დაზიანებულია, ფანჯრები ჩამსხვრეულია. ნამსხვრევები მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
იუწყებიან, რომ საცხოვრებელი კომპლექსი კრემლიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.
დრონებით შეტევის გამო, ღამით მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში თვითმფრინავების დაშვებასა და გაფრენაზე შეზღუდვები ღამით დაწესდა. ეს შეზღუდვები დილით მოიხსნა.