აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომავალ კვირაში იტალიასა და ვატიკანს ეწვევა.
ამის შესახებ გამოცემა Corriere della Sera წერს.
მოსალოდნელია, რომ ვიზიტები გაიმართება ხუთშაბათსა და პარასკევს.
თავდაპირველად რუბიო ეწვევა ვატიკანს, სადაც წინასწარი ინფორმაციით შეხვდება წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინის.
შემდეგ ის გაემგზავრება რომში, სადაც შეხვდება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის და თავდაცვის მინისტრ გვიდო კროცეტოს.
ასევე აღნიშნულია, რომ რუბიომ ითხოვა შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან.პირადი შეხვედრა ჯერ არც დადასტურებულა.
რუბიოს ვიზიტი ვაშინგტონსა და რომს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გამწვავების ფონზე გაიმართება.
ბოლო დროს ჯორჯია მელონისა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება წარმოიშვა. მიზეზი გახდა ტრამპის მკვეთრი კრიტიკა პაპ ლეო XIV-ის არაერთი მოწოდების მიმართ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას ეხებოდა. მელონიმ ტრამპის კრიტიკა მიუღებლად შეაფასა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მელონი დაადანაშაულა „სიმამაცის ნაკლებობაში“ და განაცხადა, რომ მათ შორის ურთიერთობა უკვე აღარ არის ისეთი, როგორც ადრე.
ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა იტალიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირება და თქვა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში „იტალიას არანაირი დახმარება არ გაუწევია“.