შაბათის ტრადიციული მარში დღეს მედიის მხარდაჭერას ეძღვნება. ფილარმონიიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
„თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს” - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მარშის მონაწილეები დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებენ. მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდებიან.