უკრაინამ ჩელიაბინსკის სიახლოვეს მდებარე აეროდრომზე დისლოცირებულ ავიაგამანადგურებლებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
დრონებით იერიში განხორციელდა ჩელიაბინსკის ოლქში მდებარე შაგოლის აეროდრომზე დისლოცირებულ რამდენიმე „სუ-57“-ის ტიპის გამანადგურებელსა და „სუ-34“-ის ტიპის ბომბდამშენზე.
"ზიანის მასშტაბი ამ ეტაპზე ზუსტდება. სამიზნეები მდებარეობდა უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1700 კილომეტრის დაშორებით! გაგრძელება იქნება!", - ნათქვამია გენსტაბის განცხადებაში.