მარნეულში პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირება იყო.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს, რაც სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ფერმერების განცხადებით, მათ ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებულები არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე პროდუქციის წარმოება უჯდებათ. მათი თქმით, ქვეყანაში შემოსული ირანული და თურქული ბოსტნეულით ბაზარი გაივსო, მათ კი უჭირთ ადგილობრივი მოსავლის რეალიზაცია და პროდუქტის გაყიდვა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად უწევთ.
პოლიციამ სულ მცირე 2 პირი დააკავა.