სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას გადაცემის შესახებ.
მისი თქმით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დემარკაციის პროცესის ფარგლებში მიღწეული იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთი თითქოს აპირებდა საქართველოსთვის ალავერდის თემში შემავალი სოფელ ჯილიზას გადაცემას.
ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი განცხადება, იდეა ან ინფორმაცია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ არ შეესაბამება რეალობას.
"როგორც ადრე, ჩვენ უარვყავით, უარვყოფთ და გავაგრძელებთ ასეთი შინაარსის ნებისმიერი პუბლიკაციის უარყოფას, რადგან ისინი გამოგონილია“, – აღნიშნულია სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის პრესსპიკერის განცხადებაში.