უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს, რათა საპროტესტო ნოტა გადასცენ იმ გემთან დაკავშირებით, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინა-ისრაელის მეგობრულ ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის პოტენციალი აქვს და რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობამ არ უნდა დააზიანოს ისინი
რთული გასაგებია ისრაელის არასაკმარისის რეაგირება ჩვენს ლეგიტიმურ მიმართვაზე წინა გემის შემთხვევაში, რომელმაც მოპარული ტვირთი ჰაიფაში ჩაიტანა.
ახლა, როდესაც კიდევ ერთი ასეთი გემი ჩავიდა ჰაიფაში, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ისრაელს, არ მიიღოს მოპარული მარცვლეული და არ დააზიანოს ჩვენი ურთიერთობები,“ - წერს სიბიჰა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში უკრაინამ ოფიციალურად დაიბარა ისრაელის ელჩი, რათა გადასცეს საპროტესტო ნოტა და მოითხოვოს შესაბამისი ზომების მიღება.