დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ჩავიდნენ. ეს არის ბრიტანელი მონარქის პირველი ვიზიტი 2007 წლის შემდეგ.
ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მეფე და დედოფალი ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე ჩაფრინდნენ.
სამეფო ოჯახი გაემართა თეთრი სახლში, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი დახვდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტოები მედიაში ვრცელდება.
ეს არის ჩარლზ IIIს პირველი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში მონარქის რანგში და ბრიტანელი მონარქის პირველი ასეთი ვიზიტი 2007 წლის შემდეგ.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებთან ვიზიტის ორგანიზებისას, განსაკუთრებით ვაშინგტონის სასტუმროში მომხდარი სროლის ინციდენტის ფონზე.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეფე ვიზიტის განმავლობაში „სრულიად უსაფრთხოდ იქნება“.
ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.