გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა აშშ-ის ომი ახლო აღმოსავლეთში და განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ აქვს სტრატეგია ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში, მაშინ როცა ირანის ხელმძღვანელობა ამცირებს მთელ ამერიკელ ერს.
მერცმა ისაუბრა თავისი კონტაქტების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ირანის წინააღმდეგ ომის თემაზე და აღნიშნა, რომ უკვე ორჯერ გამოხატა სკეპტიციზმი ამერიკელი ლიდერის მიმართ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით.
„თუ მეცოდინებოდა, რომ ეს გაგრძელდებოდა ხუთ-ექვს კვირას და ვითარება გაუარესდებოდა, ამას კიდევ უფრო მკაცრად ვეტყოდი,“ - დასძინა მერცმა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა უკვე მეორედ გააკრიტიკა აშშ სტრატეგიის არქონის გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ასევე არ აქვს მკაფიო გეგმა ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მერცი დარწმუნებულია, რომ თეირანი ოსტატურად არიდებს თავს კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რა სტრატეგიულ გამოსავალს ირჩევენ ამერიკელები, მით უფრო, რომ ირანელები, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებულად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, უფრო სწორად, მოხერხებულად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მთელი ამერიკელი ერი და,ცირებულია ირანის ხელმძღვანელობის მიერ,“ - განაცხადა მერცმა.