27 აპრილის ღამეს რუსებმა ოდესაზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანეს. დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სასტუმრო და ავტომობილები, დაშავდა სულ მცირე 13 ადამიანი.
ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი და ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი სოციალურ ქსელში ავრცელებენ. იუწყება უკრაინული მედია.
„მტერმა ოდესას დრონებით მასშტაბურად შეუტია. დაფიქსირდა დარტყმები საცხოვრებელ უბნებსა და სამოქალაქო ობიექტებზე ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი“, - განაცახდა ლისაკმა.
მისივე განცხადებით, საცხოვრებელი სახლების გარდა დაზიანებულია სასტუმროს შენობა და ახლომდებარე ავტომობილებიც.
ოლეჰ კიპერის ცნობით, .დაზიანებების შესახებ მონაცემები ზუსტდება.
ამასთან, დილით სერჰიი ლისაკი განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.