ირანმა პაკისტანელ შუამავლებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში თავისი მოთხოვნები და შენიშვნები გადასცა. ამის შესახებ Sky News-ი Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტისას შეხვედრები გამართა პაკისტანის არმიის ხელმძღვანელთან, ასევე ქვეყნის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ამ ეტაპზე აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ამ შაბათ-კვირას არ იგეგმება, თუმცა თეთრი სახლი აცხადებს, რომ წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს ისლამაბადში მიემგზავრებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: "ირანი წინადადებას ამზადებს და ვნახოთ“, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, რა შეთავაზებაა ეს.
მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ირანის მიერ გამდიდრებული ურანის დათმობას და ჰორმუზის სრუტეში გემების თავისუფალ გადაადგილებას.