აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ სამი კვირით გახანგრძლივდება.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოვალურ კაბინეტში ისრაელისა და ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „აშშ იმუშავებს ლიბანთან, რათა დაეხმაროს მას „ჰეზბოლასგან“ თავდაცვაში“.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ვაშინგტონში გეგმავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნის მიღებას შემდგომი კონსულტაციებისთვის.
"მოუთმენლად ველოდები, რომ ვაშინგტონში ვუმასპინძლო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსა და ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მართლაც ისტორიულ შეხვედრაში მონაწილეობა,“ – წერს ტრამპი.