საბერძნეთი გახდა 22-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ირინა მუდრამ სოციალურ ქსელში განაცხადა.
მისი თქმით, საბერძნეთმა და ფინეთმა ოფიციალურად აცნობეს ევროპის საბჭოს, რომ აპირებენ შეუერთდნენ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის მმართველ კომიტეტს ეხება.
„კოალიცია იზრდება — თანმიმდევრულად და თავდაჯერებულად. ეს არის პრინციპული და დროული ნაბიჯი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მხარდასაჭერად,“ — განაცხადა მან.
ცნობისთვის, 14–15 მაისს კიშინიოვში ევროპის საბჭო გეგმავს მორიგ ნაბიჯს ტრიბუნალის ამოქმედებისკენ — მმართველი კომიტეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ტრიბუნალის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო.