ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი მიესალმა გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეიმუშავებს ხელშეკრულებას მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.
კოსმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირი იწყებს მუშაობას ახალი წევრი სახელმწიფოს გაწევრიანების ხელშეკრულებაზე.
„ვულოცავ მონტნეგროს და პრემიერ-მინისტრ მილოიკო სპაიჩს! თქვენი მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაში რეალურ ფორმას იღებს,“ — განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს მონტენეგროს პროგრესის მკაფიო აღიარებას და ძლიერ სიგნალს რეფორმების გაგრძელებისთვის.
მონტენეგრო, ალბანეთთან ერთად, მიიჩნევა ერთ-ერთ ფავორიტად დასავლეთ ბალკანეთიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ბლოკის წევრი ბოლოს, 2013 წელს ხორვატია გახდა.
როგორც ცნოილია, პოდგორიცამ უკვე დახურა მოლაპარაკებების 35-დან 14 ე.წ. „კლასტერი“ — თემატური მიმართულებები, რომლებიც მოიცავს საგადასახადო, ეკოლოგიურ და სხვა პოლიტიკებს. ეს ზრდის შანსს, რომ ქვეყანა უახლოეს წლებში გახდეს ევროკავშირის წევრი.
22 აპრილს მონტენეგრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წევრობისკენ — ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ დაიწყონ გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება.
მონტენეგრო მიზნად ისახავს გახდეს ევროკავშირის 28-ე წევრი 2028 წლისთვის.