ირანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას „აზრი ექნება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასრულდება „საზღვაო ბლოკადა“ და ისრაელი შეწყვეტს „სამხედროაგრესიულ მოქმედებებს“.
ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ღალიბაფის თქმით, სრულმასშტაბიან ცეცხლის შეწყვეტას აზრი ექნება მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში.
მისივე განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა ირღვეოდეს „საზღვაო ბლოკადით და მსოფლიო ეკონომიკის მძევლად აყვანით“.
„ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტას აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაირღვევა საზღვაო ბლოკადით და მსოფლიო ეკონომიკის მძევლად აყვანით, ასევე თუ სიონისტური აგრესიული მოქმედებები ყველა ფრონტზე შეწყდება; ჰორმუზის სრუტის გახსნა შეუძლებელია, თუ ცეცხლის შეწყვეტა უხეშად ირღვევა.
მათ [ისრაელმა და აშშ-მა] ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზნებს სამხედრო აგრესიით და ვერც დაშინებით მიაღწევენ. წინსვლის ერთადერთი გზა ირანელი ხალხის უფლებების აღიარებაა", - წერს ის.