ახლახან შემატყობინეს, რომ პროტესტის მონაწილე რვა ქალს, რომელთა სიკვდილით დასჯაც დღეს ღამით ირანში იგეგმებოდა, აღარ მოკლავენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ძალიან კარგი ამბავია! ახლახან შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომელთა სიკვდილით დასჯაც დღეს ღამით ირანში იგეგმებოდა, აღარ დასჯიან.
ოთხი მათგანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო ოთხს ერთი თვით პატიმრობა შეეფარდება.
მე დიდად ვაფასებ, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს თხოვნას, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, და გააუქმეს დაგეგმილი სიკვდილით დასჯა", - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას მიმართა გაეთავისუფლებინათ რვა ქალი, რომელთა სიკვდილით დასჯაც იმუქრებოდა.