ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტე ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები, პრეზიდენტის კომპლექსში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
თურქული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღათაი ქილიჩი.