უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰა განაცხადა, რომ კიევი თანახმაა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრა ნებისმიერ ქვეყანაში გაიმართოს, რუსეთისა და ბელარუსის გარდა .
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
სიბიჰას თქმით, უკრაინა მხარს უჭერს ასეთი შეხვედრის ორგანიზებას, რადგან ეს მოლაპარაკებების პროცესს ახალ იმპულსს მისცემს.
მისი განცხადებით, უკრაინამ წინადადება თურქეთს და ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნის დედაქალაქსაც წარუდგინა.
„თუ შეხვედრა მოეწყობა ნებისმიერ სხვა დედაქალაქში, გარდა მოსკოვისა და ბელარუსისა, ჩვენ მზად ვართ ჩავიდეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“ — აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.