დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს დახურვა ირანის არ სურს, რადგან სრუტის ღიად შენარჩუნებით ქვეყანა დღეში დაახლოებით 500 მილიონ დოლარს იღებს.
მისი თქმით, ირანი მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ სრუტის დახურვა უნდა, რომ „სახე შეინარჩუნოს“, რადგან ამ დროისთვის სრუტე მთლიანად ბლოკირებულია.
"ირანს არ უნდა, რომ ჰორმუზის სრუტე დაიხუროს — მათ უნდათ ის ღია იყოს, რადგან ამ გზით დღეში დაახლოებით 500 მილიონ დოლარს იღებენ (და, შესაბამისად, სწორედ ამ თანხას კარგავენ, თუ სრუტე დაიხურება).
ისინი მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ სრუტე უნდა დაიხუროს, რომ მე ის სრულად მაქვს ბლოკირებული (დახურული!), ამიტომ უბრალოდ ცდილობენ „სახის შენარჩუნებას“.
ოთხი დღის წინ ჩემთან მოვიდნენ ადამიანები და მითხრეს: „ბატონო, ირანს სურს სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა“. მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ, ირანთან შეთანხმება ვერასდროს იქნება, თუ მათი ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, მათ შორის ლიდერებს, არ ავაფეთქებთ!" - წერს ტრამპი