31 მაისამდე ორბანის მარიონეტებმა ნებაყოფლობით უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობები, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი X ზე წერს.
"31 მაისამდე ორბანის „მარიონეტებმა“ ნებაყოფლობით უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობები. ეს ეხება უნგრეთის პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტს, სასამართლო ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს.
12 აპრილს უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა სრულ პოლიტიკურ გარდაქმნას.
თუ ეს თანამდებობის პირები 31 მაისამდე ნებაყოფლობით არ გადადგებიან, მაშინ — მილიონობით უნგრელისგან მიღებული მანდატის საფუძველზე — ჩვენ მათ თანამდებობებიდან გავათავისუფლებთ", - წერს მადიარი.