უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შესაძლოა უნგრეთში დააკავონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამის შესახებ მადიარმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთი კვლავ დარჩება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრად და შესაბამისად ვალდებული იქნება შეასრულოს მისი ორდერები.
„თუ ვინმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება და ასეთი ადამიანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვა, ის უნდა დააკავონ,“ - განაცხადა მადიარმა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა . მათ ბრალი ედებათ ღაზის სექტორში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში.
გასულ წელს ნეთანიაჰუ ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდამ სადაც ვიქტორ ორბანს შეხვდა მაშინ უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას გეგმავდა.