დღეს, 16 თებერვალს, გაიმართება განახლებული ჟურნალის "დრო მშვიდობისა" 2011 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია.
ღონისძიება 16:00 საათზე ლიტ-კაფეში "ქარავანი" შედგება.
"დრო მშვიდობისა" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ გამოიცემა.
ჟურნალის 2011 წლის პირველი ნომრის მთავარი თემა 2000-იანები, ანუ „მეხსიერებიდან დეკოდირებული დეკადაა".
ასევე, ჟურნალის პრეზენტაციაზე გაიმართება გათამაშება. იღბლიანი გამარჯვებულები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ "დრო მშვიდობისას" ყველა ნომერს. პრეზენტაციას დაასრულებს ოთო ნემსაძისა და მერაბ ნუცუბიძის ცოცხალი შესრულება.