ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა გაერო-ში გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ისე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, რომლის ცენტრშიც შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომია ირანის წინააღმდეგ - წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის რღვევის გამოვლინებას.
ამის შესახებ Politico იუწყება.
„ის, რომ საერთაშორისო სამართალი დარღვეულია, ნათლად ჩანს ორი დიდი გლობალური კრიზისით: რუსეთის შეჭრით უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთის ომით. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ეს კრიზისები ნათლად აჩვენებს ძველი წესებისგან უკან დახევას, მათ შორის გაერო-ს წესდებისგან,“ - განაცხადა კალასმა
მან რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე აღმაშფოთებელ დარღვევად შეაფასა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ომი იმავე „ეროზიის“ ნაწილად მოიხსენია, რომელიც საერთაშორისო წესრიგს აზიანებს.
„ახლა ყალიბდება ახალი მსოფლიო, რომელიც ხასიათდება კონკურენციით და იძულების პოლიტიკით (...), სადაც დომინირებს სამხედრო ძალების ჯგუფი, რომელიც ცდილობს საკუთარი გავლენის სფეროების ჩამოყალიბებას... მაგრამ მრავალპოლარულობა, რომელიც არ არის შეზღუდული გაერო-ს წესდებით ან საერთაშორისო სამართლით, არასოდეს უზრუნველყოფდა მშვიდობას, რაც სტაბილურობას და საბოლოოდ ყოველთვის ნგრევას იწვევს', - განაცხადა კალასმა.