პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
დიპლომატმა 37 წლის წინ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ადგილზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს. "მადლობა"- სკანდირებდნენ ისინი.
დილიდან მემორიალთან სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიმიდიან, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.