აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანისთვის ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ჩართვასთან დაკავშირებით არანაირი დაპირება არ მიუცია და მხარეებს შორის გაუგებრობაა.
„თუ ირანს სურს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს კონფლიქტში, ლიბანის გამო - რასაც მათთან არაფერი აქვს საერთო - შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო, ეს საბოლოო ჯამში, მათი არჩევანია. ვფიქრობ, ეს ძალიან ლეგიტიმური გაუგებრობაა - ვფიქრობ, ირანელებს ეგონათ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზეც ვრცელდებოდა, რაც სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ არასდროს მიგვიცია ასეთი დაპირებები. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ასე მოხდებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გავრცელდება ირანზე, აშშ-ის მოკავშირეებზე, ისრაელსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბუდაპეშტში.