შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, ჩვენი აზრით, ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება განიცადა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირანის მხრიდან ურანის გამდიდრება არ მოხდება.
„შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, ჩვენი აზრით, ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება განიცადა! ურანის გამდიდრება არ მოხდება და შეერთებული შტატები, ირანთან თანამშრომლობით, ამოთხრის და მოაშორებს ღრმად დამარხულ ბირთვულ „მტვერს“. ის ახლა და დღემდე ძალიან მკაცრი თანამგზავრული მეთვალყურეობის ქვეშაა (კოსმოსური ძალები!). თავდასხმის დღიდან არაფერი შეცვლილა. ჩვენ ირანთან ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქებაზე ვსაუბრობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მოლაპარაკებებს. 15 პუნქტიდან ბევრი უკვე შეთანხმებულია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.