მთავრობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რამდენიმე პროექტის დაფინანსებას გეგმავს.
პროექტის თანახმად, ანაკლიის საფეხმავლო ხიდის მოწყობის სამუშაოებისათვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 10 მლნ. ლარი გამოიყოფა.
დამატებით 2,5 მლნ. ლარის გამოყოფაა დაგეგმილი ასევე დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის. 2011 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება ასევე ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მშენებლობა, რაც ბიუჯეტს 2,5 მლნ. ლარი დაუჯდება.
სამივე პროექტის დაფინანსებისათვის საჭირო 15 მლნ. ლარს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს.
იმავდროულად, ქუთაისის მერიამ უნდა უზრუნველყოს ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, საავტომობილო გზების დეპარტამენტზე გადასაცემად.