აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გაზრდას.
"დღეს დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირნს სურს, რომ ეს მოხდეს - მათ უკვე საკმარისი გადაიტანეს! იგივე შეიძლება ითქვას სხვებზეც! შეერთებული შტატები დაეხმარება გემების მოძრაობის გაზრდასა და მოწესრიგებას ჰორმუზის სრუტეში. იქ განხორციელდება ბევრი პოზიტიური მოქმედება! დიდი თანხა გამომუშავდება და შემოსავალიც იქნება. ირანს შეუძლია დაიწყოს აღდგენის პროცესი. ჩვენ გავაგზავნით სხვადასხვა სახის რესურსს და უბრალოდ „იქ დავრჩებით“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ისევე როგორც ახლა ვხედავთ შეერთებულ შტატებში, ეს შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს!" - წერს ტრამპი.