ესპანელმა სამართალდამცველებმა ქართველი მძარცველების ჯგუფი დააკავეს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, სულ საქართველოს 15 მოქალაქეა აყვანილი.
სპეცოპერაცია ქვეყნის ორ ქალაქში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ძარცვის 13 შემთხვევასთან არიან კავშირში.
საქართველოს მოქალაქეების გარდა, ესპანელმა სამართალდამცველებმა ის პირებიც იაყვანეს, რომლებმაც ნაქურდალი ნივთები შეიძინეს. მათგან ერთი უკრაინის მოქალაქეა.
ეჭვმიტანილების ბინების ჩხრეკისას ელექტრომოწყობილობა იქნა აღმოჩენილი, რომლითაც ისინი ბინებს ტეხდნენ. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღებიც.
დაკავებული ქართველების ვინაობა არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ეს ესპანელი სამართალდამცველების მიერ ძარცვის ფაქტზე ქართველების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის.