აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-ს განუცხადა, რომ თუ ირანი 48 საათის განმავლობაში სამშვიდობო შეთანხმებას არ დადებს, „ჩვენ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ“.
სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება „დღეებში სურს და არა კვირებში“.
„თუ ეს მოხდება - მოხდება. და თუ არ მოხდება, ჩვენ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, როგორც უკვე ვთქვი, ეს იქნება ხიდების დღე და ელექტროსადგურების დღე ირანის ქვეყანაში," - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას.
„არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“, – თქვა ტრამპმა.
ცნობისათვის, ტრამპმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა: "სამშაბათი, აღმოსავლეთის დროით - საღამოს 8:00 საათი!”