აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანზე „მასშტაბური დარტყმის“ დროს „ბევრი“ ირანელი სამხედრო ლიდერი დაიღუპა. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-შიწერს.
ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თვითმფრინავების ხმა და აფეთქებები ისმის.
„თეირანზე ამ მასშტაბურმა თავდასხმამ გამოიწვია მრავალი ირანელი სამხედრო ლიდერის განადგურება, რომლებიც თავიანთ ჯარებს არაკომპეტენტურად და უგუნურად მეთაურობდნენ, ასევე მრავალი სხვა შედეგი!“ - წერს ტრამპი.
ტრამპის მიერ გამოქვეყნებული აფეთქებების კადრების გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია.