New York Times-ის ინფორმაციით, დღეს ჰორმუზის სრუტეში, ჩამოვარდა ამერიკული A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი.
პილოტმა წარმატებით შეძლო კატაპულტირება ‐ შემდეგ კი, განხორციელდა მისი ევაკუაცია.
ჯერჯერობით უცნობია, ირანული საზენიტო რაკეტა მოხვდა ბორტს თუ ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.
როგორც გამოცემას ოფიციალურმა პირებმა უთხრეს,, A-10 Warthog-ის ტიპის სადესანტო თვითმფრინავი ჰორმუზის სრუტესთან ახლოს დაახლოებით იმავე დროს ჩამოვარდა, რა დროსაც ირანში აშშ-ის საჰაერო ძალების F-15E გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
ოფიციალურმა პირებმა A-10-ის ჩამოვარდნის შესახებ მცირე დეტალები გაავრცელეს, მათ შორის, არაფერი უთქვამთ თუ როგორ და სად მოხდა ინციდენტი.