აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7 აპრილს, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ გამოცემა 24.hu ორბანის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მანამდე თეთრმა სახლმა ვენსის ბუდაპეშტში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
ვიზიტი უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ამის შემდეგ, მედიის ცნობით, ორბანი MTK Sportpark-ის კომპლექსში მასშტაბურ წინასაარჩევნო მიტინგს გამართავს.
აღნიშნულია, რომ ვენსი „უნგრეთ-ამერიკის მეგობრობის დღესთან“ დაკავშირებით მიტინგს შეუერთდება.