3 აპრილს, კრამატორსკში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარმ, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
მისი თქმით, დაახლოებით შუადღისას, რუსებმა ქალაქში ხუთი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.
დარტყმების შედეგად დაზიანდა სულ მცირე ხუთი მრავალსართულიანი შენობა, ერთი ავტოგასამართი სადგური და ხუთი მანქანა.
„ადგილზე მუშაობს ყველა საჭირო სამსახური. დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. საცხოვრებელი შენობების დღისით დაბომბვა რუსების მიერ განზრახ გაკეთებული არჩევანი და ტაქტიკაა“, - განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა.