უკრაინული მედიის ინფორმაციით, 3 აპრილის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჩვილი.
რუსების თავდასხმის ქვეშ მოექცა ქალაქის სამი რაიონი: ოსნოვიანის, კიევისა და შევჩენკოს რაიონები,
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, მტერმა დარტყმები ბალისტიკური იარაღით ხარკოვის კიევის რაიონზე მიიტანა. დაზიანდა მაღალსართულიანი სახლების ფასადები, საოფისე შენობები.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, პთხი სარაკეტო დარტყმა დაფიქისრდა ხარკოვის კიევის რაიონზე. დარტყმა დაფიქსირდა შევჩენკოს რაიონის ცენტარლურ პარკზეც.