საქართველოს-დემოკრატიული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი დავით იაკობიძე იქნება. დავით იაკობიძე ფინანსთა ყოფილი მინისტრი იყო. იგი გია თორთლაძის პარტიაში ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს კურირებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას გია თორთლაძე მერობის კანდიდატის ვინაობას არ აკონკრეტებს და მხოლოდ ის თქვა, რომ პარტია ვის წარადგენს ამ პოსტზე ხვალ, 1-ელ დეკემვერ გახდება ცნობილი.
ხვალ პარტიის ოფისში ამ საკითხზე ბრიფინგის ჩატარება იგეგმება.