პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია სოხუმის აეროპორტის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს და ითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,იკაოს". ამის შესახებ განცხადება დავითაიამ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი სოხუმთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აპირებს და ამის აუცილებლობას სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებით ხსნის.
`რეალობაში კი გრძელდება აგრესია საქართველოს მიმართ,~ - აცხადებს დავითაია. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რათა ამის შესახებ ეცნობოს სათანადო უწყებებს და მიღებული იქნას ზომები.
დეპუტატს მიაჩნია, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც განახორციელებენ ფრენებს სოხუმის მიმართულებით, უნდა შეუწყდეთ ლიცენზიები, რომელსაც სახელმწიფო გასცემს.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "იკაო" ყოველთვის იცავდა საერთაშორისო ნორმებს და ეს შემთხვევაც არ იქნება გამონაკლისი.
ბიუროს თხოვნა, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების შესახებ, გადაეცემა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროებს.
მასალის გამოყენების პირობები