საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფი ზაფხულიდან კვლავ შეიკრიბება, რომელიც საარჩევნო კოდექსს უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და უკვე დაიწყოს მუშაობა საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ბაქრაძის თქმით, უნდა გაანალიზდეს, თუ რა ხარვეზები გამოიკვეთება კანონმდებლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას.
ბაქრაძის აზრით, სამუშაო ჯგუფმა უნდა დაიწყოს მუშაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით და შეთანხმდეს, თუ რა სისტემით უნდა ჩატარდეს იგი.
საარჩევნო კანონმდებლობაზე სამუშაო ჯგუფი მიმიდნარე წლის გაზაფხულიდან შეიკრიბა. მასსი ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები არიან წარმოდგენილნი.