უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია შაბათს შეხვდა აშშ-ის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, მისი თქმით, შემდგომი მოლაპარაკებები კვირას არის დაგეგმილი.
„ჩვენი გუნდი ახლა ამერიკაშია; დღეს უკვე გვქონდა შეხვედრა. ამერიკულ მხარეს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
მსოფლიოში ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატია გაგრძელდეს და ჩვენ ვცდილობთ ეს ომი დავასრულოთ - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ომი არავის სჭირდება. გუნდები ხვალ [კვირას] გააგრძელებენ კომუნიკაციას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიგოთ, რამდენად არის მზად რუსული მხარე ომის რეალური დასრულებისკენ სწრაფვისთვის და რამდენად არიან მზად ამის სამართლიანად და ღირსეულად გასაკეთებლად. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში შექმნილი ვითარების გამო, გეოპოლიტიკური პრობლემები მხოლოდ გაიზარდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ის კვლავ ელოდება უკრაინული გუნდის დეტალურ ანგარიშს.