ბელარუსიდან მოდის ეგზარქოსი და ის უხელმძღვანელებს რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, დიდი დელეგაცია იქნება - 80 ადამიანი, - ამის შესახებ ბელარუსში ქართული ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ბელარუსიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს.
"მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. ბელარუსიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი და ეს ხელმძღვანელია რუსეთის დელეგაციის. მონაწილეობა ამ მსახურებაში, ეს კარგია, ეს ეკლესიის ერთობაა. ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება", - თქვა სასულიერო პირმა.