სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი ჩავიდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი უკვე შეხვდა ცხინვალის კრიმინალური რეჟიმის ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველს დავუდ სანაკოევს და ე.წ. ალანიის ეპარქიის ეპისკოპოსს გიორგის.
ოსური მხარის ინფორმაციით. შეხვედრის დროს საუბარი დაკავებულიებზე და საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებზე წარიმართა. ოსური მხარე ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუბარი ასევე შეეხო დაკავებულების გაცვლასაც.
მათივე ინფორმაციით, ჰამარბერგმა განაცხადა, რომ "ძნელია რეალური სიტუაციის აღქმა მაშინ როდესაც შორ მანძილზე იმყოფები".
"პრობლემათაგან ერთ ერი მდგომარეობს იმაში, რომ მედია ყოველთვის როლია მიუკერძოებელი და ყოველთვის როდი ასახავს რეალურ სიტიაციას. ვეცადე კონკრეტული მოქმედებებისა და ფაქტების აზრი გამეგო. ხოლო რაც შეეხება ამ სიატუაციების მსხვერპლთ არის შემთხვევები როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ ომამდე იყვნენ დაპატიმრებულნი და გასამართლებულნი და არის კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულები",_ განაცხადა ჰამარბერგმა და დასძინა,რომ მისი აზრით, მრავალი მათგანი უკვე ცოცხალი აღარ არის.
"ამასთან ერთად ჰამარბერგმა არ მოიყვანა კონკრეტული ფაქტები ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ განმარტა, რომ ციხეებში არ არიან ის ადამიანები რომლებიც დაკარგულებად ითვლებიან", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.
"მაგრამ ეს თუკი მართლაც ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩატარდეს გამოძიება ამ საქმეების და დამნაშავეები დაისაჯონ. ასვეე ნაპოვნი უნდა იყოს მათი ცხედრები ნათესავებისათვის გადასაცემად",_ აცხადებს ჰამარბერგი.
ამას გარდა, ამჯამად, მისივე თქმით არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებული ჰყავს, როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს. ჰამარბერგმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი შექმნილ დაძაბულ ატმოსფეროს განმუხტავს.
"ჩვენ მოვალენი ვართ ორი რამ გავაკეთოთ _ შევამციროთ დაძაბულობა და კერძო პირების უფლებების დაცვა ვუზრუნველვყოთ",_ განაცხადა ჰამარბერგმა და დასძინა,რომ მას აქვს კონკრეტული წინადადებები, რომლევიც "ყინულის დაძვრას" შეუწყობს ხელს.
ე.წ. სამხერთ ოსეთის ინფორმაციის კომიტეტი ასევე იუწყება, რომ ე.წ. ალანიის ეპისკოპოსი გიორგი დაეთანხმა ჰამარბერგს იმ საკითხში, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება და იმ ჩინოვნიკთა გამოვლენა, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას ართმევენ.
"მთელი პრობლემა საქართველოს მიერ გატარებულ ნაციონალისტიკურ პოზიციაშია. ჩვენ გვინდა რომ მძევლების გაცვლა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ეთნიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში. იმედი მაქვს თქვენი ვიზიტი ამ პრობლემების მშვიდობიანი მეთოდით მოგვარებას შეუწყობს ხელს", _ განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.