გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის შეიარაღებული ძალების ევროპაში უძლიერეს არმიად გარდაქმნა, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის დაძლევას.
ამის შესახებ მან ბერლინში, პარლამენტში საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იუწყება Bloomberg.
მერცმა პირობა დადო, რომ მისი მმართველი კოალიცია „უზრუნველყოფს ბუნდესვერისთვის საჭირო ყველა ფინანსურ რესურსს“, რაც, მისი თქმით, „დააკმაყოფილებს ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის საჭიროებებს“.
„ჩვენი მეგობრები და პარტნიორებიც ამას ელიან ჩვენგან, უფრო მეტიც, ისინი პრაქტიკულად ამას ითხოვენ“, - აღნიშნა მერცმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არმიის რიცხოვნობის გაზრდის მიზნით, გერმანია შემოიღებს „ახალ, მიმზიდველ ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურს“, რათა ახალგაზრდები წაახალისოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება.