გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა.ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს.
მათი ცნობით, ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.