პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ საარჩევნო სიების სრულყოფისთვის, ერთობლივი მექანიზმები იქნას შემუშავეუბლი. ეს შეთავაზება დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის ამ საკითხის მოგვარება არის აუცილებელი.
`საარჩევნო სიები არის ძალიან სენსიტიური თემა და მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს,'' - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, `აუცილებელია, ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას.~
ამისთვის კი იგი `პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებს~ კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს, რათა ერთობლივოდ მოიფიქრონ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიების სრულყოფისთვის.