ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება და გამარჯვებით არ დასრულდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ოპერაცია გაგრძელდება ყოველგვარი დროის შეუზღუდვის გარეშე, ვიდრე საჭირო იქნება, ვიდრე ყველა მიზანს და გამარჯვებას არ მივაღწევთ“, - განაცხადა კაცმა.
კაცმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმების ერთ-ერთი მიზანია „ირანელი ხალხისთვის შესაძლებლობის მიცემა, წამოდგნენ, იმოქმედონ და დაამხონ ეს რეჟიმი“. მისივე თქმით, საბოლოოდ ეს თავად ირანელებზეა დამოკიდებული.
კაცის თქმით, აშშ და ისრაელი ახორციელებენ შთამბეჭდავ და სისტემატურ ოპერაციებს, რომლებიც მიმართულია რეჟიმის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და "ბასიჯის წინააღმდეგ, ეს უკანასკნელი კი, მისივე თქმით, სახელმწიფო მილიციაა, რომელიც ირანის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის მთავარი მომაწილე იყო.
კაცმა ირანელ ლიდერებს, რომლებიც დარტყმებს გადაურჩნენ, უწოდა„ მშიშრების ჯგუფი, რომლებიც ქუჩებში ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს ესხმიან თავს, გადასულები არიან მასობრივ ხოცვა-ჟლეტასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე.
„ისინი უკვე იეუქრებიან მოკვლით და ხოცვა-ჟლეტით ყველას, ვინც პროტესტს გამოთქვამს“., - აღნიშნა კაცმა.